ავტობიოგრაფია
დავიბადე 1974 წლის 3 სექტემბერს. 1991წელს დავამთავრე ქალაქ წყალტუბოს №2 საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1997 წელს .
1993 წელს მუშაობა დავიწყე წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალის საშუალო სკოლაში -ისტორიის მასწავლებლად. ვასრულებდი მასობრივი მუშაობის ორგანიზატორის მოვალეობას.
1997 წელს პარალელურად ვმუშაობდი USAID-ის წყალტუბოს ოფისში , ოპერატორად.
2002 წელს კონკურსის წესით მუშაობა დავიწყე წყალტუბოს №1 საშუალო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად, სადაც ვმუშაობ დღემდე.
2012 წელს გავხდი სერთიფიცირებული ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში.
2013 წლიდან ვარ პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი.
2014 წელს გავიმარჯვე ორგანიზაცია,, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,, მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში, პროექტით ,,ჩვენ ვიმსახურებთ ადგილს ევროპულ ოჯახში,, და 2015 წლის 4-6 მაისს ვიმყოფებოდი რიგაში.
2010 წლიდან დღემდე ვარ სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ერთობა,,-ს მეურვე.
2015 წლის 16 მაიის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მორიგ კონფერენციაზე დამასახელეს იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლად.
მყავს მეუღლე და ორი შვილი